ერიკ გარსია ბარსელონაში მომდევნო კვირაში ჩაფრინდება - MD
"მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველის, ერიკ გარსიას "ბარსელონაში" ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გარია კატალონიის დედაქალაქში მომდევნო კვირაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ჩაფრინდება და "ბარსასთან" კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შესაძლოა, გაიმართოს 20 წლის ფეხბურთელის პრეზენტაციაც.
MD-ს ცნობით, ესპანელი მცველი ასევე გეგმავს, ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმედღიანი შვებულება სწორედ ბარსელონაში გაატაროს.
ივარაუდება, რომ ერიკ გარსიასთან ერთად სერხიო აგუეროსა და მემფის დეპაის ტრანსფერებიც გაოფიციალურდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]