პიანიჩს ბარსელონას რაც შეიძლება მალე დატოვება სურს
"ბარსელონას" ბოსნიელი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი უკვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ ის რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის და კლუბიდან წასვლა მოუწევს.
Sport-ის ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელს სურს, "ბლაუგრანა" გერმანული ტურნეს დაწყებამდე, ანუ 28 ივლისამდე დატოვოს.
წყაროს თანახმად, პიანიჩს "იუვენტუსში" დაბრუნება უნდა და მზადაა, ხელფასიც შეიმციროს. საუბარი ერთწლიანი იჯარაზეა.
თავის მხრივ, "ბარსელონა" მზადაა, ფეხბურთელი "ბიანკონერიში" გაუშვას იმ შემთხვევაში, თუ მის ხელფასს მთლიანად ტურინული გრანდი გადაიხდის.
პიანიჩი "ბარსაში" გასულ ზაფხულში გადმოვიდა და "ლურჯ-ბროწეულისფერი" მაისური 30 შეხვედრაში მოირგო. მისი კონტრაქტის ვადა 2024 წელს იწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]