"კამპ ნოუზე" გულშემატკივრები ბრუნდებიან
კატალონიის რადიოს ინფორმაციით, გამპერის თასზე "კამპ ნოუს" ტრიბუნებზე გულშემატკივრების შეკრება ნაწილობრივ ნებადართული იქნება.
"იუვენტუსთან" შეხვედრაზე 20%-იანი დასწრება იქნება ნებადართული, რაც დაახლოებით 20 000 მაყურებელს ითვალისწინებს. "ჟიმნასტიკის" წინააღმდეგ "იოჰან კრუიფზე" გამართულ მატჩში პროცენტულად უფრო მაღალი დასწრება იყო, თუმცა ამის ახსნა იმ ფაქტით შეიძლება, რომ სარეზერვო სტადიონის ტევადობა გაცილებით მცირეა.
"ბარსა" იტალიურ კლუბს 8 აგვისტოს შეხვდება. გამპერის თასის ეგიდით "ბლაუგრანას" წლევანდელ მეტოქედ "მანჩესტერ სიტიც" მოიაზრებოდა, მაგრამ მატჩის დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]