ოფიციალურად: გამპერის თასზე ბარსელონას მეტოქე ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" 2021 წლის გამპერის თასზე მოწვეული მეტოქის ვინაობა ოფიციალურად დაადასტურა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს კლუბი ტურინის "იუვენტუსია".
ერთმატჩიან ამხანაგური გათამაშებაში, რომელიც ტრადიციულად ოფიციალური სეზონის დაწყების წინ იმართება, წელს სიახლეა: მამაკაცთა გუნდების გარდა ერთმანეთს ქალთა გუნდებიც დაუპირისპირდებიან.
ორივე შეხვედრა 8 აგვისტოს, "კამპ ნოუზე" გაიმართება. "ბარსას" საშინაო არენაზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გულშემატკივრების შეკრება დაშვებული იქნება, თუმცა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით - ტრიბუნებიდან თამაშისთვის თვალის მიდევნება მაქსიმუმ 19 869 ადამიანს შეეძლება.
"იუვენტუსი" გამპერის თასზე მონაწილეობას მეორედ იღებს. პირველად, 2005 წელს, მატჩი იტალიელებმა პენალტების სერიაში მოიგეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]