MD: ნიკო გონსალესმა რეალისა და სიტის შეთავაზებებზე უარი თქვა
"ბარსელონას" 19 წლის ნახევარმცველმა, ნიკო გონსალესმა, "ჟირონასთან" მატჩში, პირველი გუნდის რიგებში, სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
იგი "ბარსელონას" აკადემიას 2012 წელს შეუერთდა. Mundo Deportivo-ს ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში მისი გადაბირებით "მანჩესტერ სიტი" და მადრიდის "რეალი" იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ფინანსურად, უკეთეს პირობებზე უარი თქვა, რადგან წარმატების მიღწევა "კამპ ნოუზე" სურდა.
არსებული ცნობებით, რონალდ კუმანი მასზე დიდ იმედებს ამყარებს და სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად მოიაზრებს. ნიკო გონსალესს "ბლაუგრანასთან" ხელშეკრულება 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]