ოსკარ მინგესა ვარჯიშს ხვალ დაუბრუნდება
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ოსკარ მინგესა ხვალ რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ ვარჯიშს განაახლებს.
მინგესა ამჟამად ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებში იმყოფება და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა 22 ივლისს გამართულ ოლიმპიადის პირველ მატჩში ეგვიპტის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, თუმცა გამოკვლევებით დადასტურდა, რომ 22 წლის უკანახაზელის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. მისი გამოჯნამრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.
ბარსელონელი ჟურნალისტის, სანტი ოვალიეს ინფორმაციით, მინგესა ვარჯიშს ხვალ დაუბრუნდება და 28 ივლისს არგენტინასთან გასამართი თამაშისთვის მზადებას შეუდგება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]