ბარსელონამ ფეხბურთელებს ახალი შეთავაზებით მიმართა
El Periódico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთა ნაწილს ახალი წინადადებით მიმართა.
კლუბი სერხიო ბუსკეტსს, ჟერარ პიკეს, ჟორდი ალბასა და სერჟი რობერტოს სთავაზობს, ამ სეზონის ბოლოს ანაზღაურების მხოლოდ 60% გადაუხადოს, დარჩენილი ნაწილი კი გადაუვადოს და იმ წლებზე გადაუნაწილოს, რომლებიც "ბარსასთან" თითოეულ მათგანს მოქმედი კონტრაქტის მიხედვით აკავშირებს.
ვეტერანი კატალონიელი მოთამაშეების ხელფასი კლუბის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად კი დანახარჯის შემცირება აუცილებელია.
ამ ეტაპზე ფეხბურთელების პოზიცია ასეთია: ბუსკეტსი პირობებზე თანახმაა, პიკემ თანხმობა უკვე დაადასტურა, ალბა ორჭოფობს, რობერტოსთან კი მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]