მოთამაშეთა დასარეგისტრირებლად საბოლოო თარიღი ცნობილია
MD-ის, Catalunya Ràdio-სა და სხვა სანდო ესპანური გამოცემების მიხედვით, მოთამაშეთა დასარეგისტრირებლად "ბარსას" 2 კვირა დარჩა.
ფეხბურთელების ოფიციალურად დარეგისტრირება კატალონიელებმა 13 აგვისტომდე უნდა შეძლონ.
კლუბში სჯერათ, რომ 13 აგვისტომდე ჟორდი ალბას, ჟერარ პიკეს, სერხიო ბუსკეტსა და სერჟი რობერტოს ხელფასების შემცირებაზე დაითანხმებენ, რაც საბოლოო ჯამში ახალწვეულებისა და ლეო მესის დარეგისტრირებისთვის საკმარისი იქნება.
ახალი შეთავაზება ამ სეზონში ხელფასის 60%-ის გადახდასა და დარჩენილი ნაწილის კონტრაქტით განსაზღვრულ წლებზე გადანაწილებას გულისხმობს.
ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესი ჟოან ლაპორტას 2 აგვისტოს შეხვდება და კლუბთან ახალ კონტრაქტს სწორედ მაშინ მოაწერს ხელს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]