ალექს კოლიადო ბარსას იჯარით დატოვებს - ჟერარ რომერო
"ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევი, ალექს კოლიადო კლუბის დატოვებასთან ახლოსაა.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი მომდევნო კვირაში "ბარსადან" იჯარით რომელიმე არაესპანურ ევროპულ გუნდში გადავა.
პრე-სეზონის პირველი მატჩის შემდეგ, კოლიადომ განაცხადა, რომ "ბარსელონა ბ-ში" აღარ დაბრუნდება და პირველ გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლებს, თუმცა რონალდ კუმანი მას აღარ ენდობა და შანსს უფრო ახალგაზრდა მოთამაშეებს აძლევს. გუშინდელ შეხვედრაში "შტუტგარტის" წინააღმდეგ ალექსი მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა.
ჟურნალისტის ცნობით, აქედან გამომდინარე, ესპანელმა გადაწყვიტა, ბედი ახალ გუნდში ცადოს. კოლიადოს იჯარით დამატების სურვილს რამდენიმე ევროპული კლუბი გამოთქვამს.
რომერო დასძენს, რომ ფეხბურთელის მომდევნო გუნდი არც გერმანული ან იტალიური იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]