ვილიარეალი ნეტუს შეძენით ინტერესდება
"ბარსელონას" ბრაზილიელ მეკარეს, ნეტუ მურარას მორიგი მსურველი გამოუჩნდა.
Superdeporte-ს ინფორმაციით, 32 წლის კარის დარაჯით "ვილიარეალი" დაინტერესდა. სერხიო ასენხო ვალენსიურ კლუბთან კონტრაქტს, სავარაუდოდ, არ გაახანგრძლივებს "ყვითელი წყალქვეშა ნავი" კი მის შემცვლელად ნეტუს შეძენის ვარიანტს განიხილავს.
წყარო დასძენს, რომ ამჟამად "ვილიარეალის" პრიორიტეტი მარცხენა გარემარბის დამატებაა.
ნეტუს "ბარსელონადან" წასვლა, პრაქტიკულად გადაწყვეტილია. კატალონიურ გრანდს ბრაზილიელის გაშვება მისი მაღალი ანაზღაურების გამო სურს, თავად ფეხბურთელს კი მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა, რისი საშუალებაც "ბარსაში" არ მიეცემა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]