კრუიფი: "ბარსას" შესწევს იმის ძალა, რომ "რეალი" ორივეჯერ დაამარცხოს"

კრუიფი: "ბარსას" შესწევს იმის ძალა, რომ "რეალი" ორივეჯერ დაამარცხოს"

"ბარსელონას" ყოფილმა და კატალონიის ნაკრების ამჟამინდელმა მწვრთნელმა, იოჰან კურიფმა ისაბურა "ბლაუგრანასა" და "რეალს" შორის გასამართ მატჩებზე. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "ას".

 

შეგახსენებთ, რომ ეს ორი ესპანური გრანდი ერთმანეთს მინიმუმ 2–ჯერ შეხვდება ერთმანეთს. ერთხელ ლა ლიგის ეგიდით, ხოლო მეორედ სამეფო თასის ფინალში. ასევე საფეხბურთო ექსპერტები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ამ ორ თამაშს კიდევ 2 "კლასიკო" დაემატება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართება, რადგანაც "რეალმა" და "ბარსელონამ" პირველ შეხვედრებში, შესაბამისად, 4:0 და 5:1 იმარჯვეს.

 

"ბარსელონას" არ სჭირდება ოთხივე მათგანში გამარჯვების მოპოვება. საჭიროა მხოლოდ სამეფო თასის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში წარმატების მიღწევა და "ბლაუგრანას" ტრიპლეტამდე 1 ნაბიჯიღა დააკლდება. ვფიქრობ, 18 დღეში 4 "კლასიკო" ძალიან ბევრია. აქ საუბარია ორ შეუჩერებელ გრანდზე, რომლებიც ყველა ფრონტზე წარმატების მისაღწევად იბრძვიან". დაასრულა იოჰან კრუიფმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.