ბარსელონას სამუელ უმტიტის მიმართ არსებული დამოკიდებულება არ შეიცვლია
"ბარსელონას" ცენტრალურ მცველს, სამუელ უმტიტის, პრესეზონის მიმდინარეობისას, თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა კლუბს მასთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია.
ჟურნალისტ ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, "ბარსას" ფრანგი მოთამაშის გასხვისება კვლავ სურს - კატალონიელებს რამდენიმე შემოთავაზება აქვთ, თუმცა არა "მარსელისგან".
წყაროს თანახმად, მიღებული წინადადებები 27 წლის ფეხბურთელის მოთხოვნებს შეესაბამება, გუნდის დატოვების წინააღმდეგი კი არც თავად უმტიტია.
ჟუანმარტის მტკიცებით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" სამუელს მომავალ რამდენიმე საათში შეატყობინებენ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე წასვლა მოუწევს - ტრანსფერს მისი კარგი ფიზიკური კონდიციები აადვილებს.
წარმოშობით კამერუნელს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]