გავი ტრავმის გამო ვარჯიშს არ წყვეტს

გავი ტრავმის გამო ვარჯიშს არ წყვეტს

დღეს დილით "ბარსელონამ" გამპერის თასის ამხანაგურ ტურნირზე "იუვენტუსთან" გასამართი მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიში გამართა. 

მინდორზე ვიხილეთ გავი, 17 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ახლახანს ყბა დაიზიანა და ოფიციალურად ტრავმირებულთა რიგებშია, თუმცა ვარჯიშის შეწყვეტა არ სურს და აპირებს, გამპერის თასს კარგ ფორმაში შეხვდეს - წერს ჟურნალისტი ალბერ როგე. 

ახალგაზრდა ნახევარმცველმა პრესეზონის მატჩებში გულშემატკივრებს თავი კარგი თამაშით დაამახსოვრა. ის ჯერჯერობით სარეზერვო გუნდში ირიცხება, მაგრამ, დიდი ალბათობით, სეზონის განმავლობაში რონალდ კუმანის თერთმეტეულშიც არაერთხელ ვიხილავთ. 

დღევანდელი სესია მნიშვნელოვანი იყო ანსუ ფატისთვისაც. "ბარსას" შემტევმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბურთით პირველად ივარჯიშა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 აგვისტო 2021 16:03
    0
    ყბა რას შეუშლის ვარჯიშს, იქნებ თამაშამდე მოურჩეს კიდეც.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #4 7 აგვისტო 2021 06:15
    0
    ციტატა: azulgerana
    არ გინდოდათ გრიზმანი? წავიდეს? 😁😀

    angry წავიდეს კი არა და წაეთრიოს...
    ოთხივე ფრანგი წაეთრიოს და ეგ წინ გაუძღვეთ!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 აგვისტო 2021 18:15
    1
    არ გინდოდათ გრიზმანი? წავიდეს? 😁😀
    --------------------
    THUGS
    Norman Bates
    სტუმარი [?]
    #2 6 აგვისტო 2021 18:08
    5
    მაგარი მოტივაცია მიეცათ გუშინ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. იწვალებ, მთელ შენს ძალისხმევას მოახმარ კლუბს, ლეგენდად იქცევი და ბოლოს სატელევიზიო ტრანსლაციის უფლებებში გაგცვლიან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 აგვისტო 2021 18:07
    0
    გავის უნდა ჩავი,მანამდე მე ამათი მაყურებელი არ ვარ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid