არასდროს იოცნებო მარტო - Budweiser ლეო მესის ვიდეოს უძღვნის
"ბარსელონასთან" დამშვიდობების თაობაზე, ლიონელ მესის სპონსორმა ლუდმა, Budweiser-მა არგენტინელ ლეგენდას ვიდეო მიუძღვნა. ვიდეოს დართული აქვს შემდეგი სიტყვები:
ლეო მესის ოცნებამ, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გამხდარიყო, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ბევრზე იმოქმედა. გაუმარჯოს იმ ადამიანებს, რომლებმაც ლეოს ოცნება გაიზიარეს და იმ ადამიანებსაც, ვინც მის შთაგონებას განაგრძობს, რომ ლეგენდამ რეკორდების წერა არ შეწყვიტოს.
ვიდეორგოლი იწყება შემდეგნაირად:
"შენ რომ არა, აქ ბევრი რამ ძალიან განსხვავებული იქნებოდა.
ანდრეს ინიესტა: რომ არა ლეო, ჩემი ცხოვრების უდიდებულესი ღამე არ მექნებოდა.. და ამდენ საგოლე გადაცემასაც არ გავაკეთებდი.
წყვილი: შესაძლოა, ერთმანეთი არ შეგვყვარებოდა.
კაცი: ჩემს შვილს ლეო არ ერქმეოდა.
კაცი: შენ ჩემთვის შვილივით ხარ.
სუარესი: ბევრ გოლს ვერ გავიტანდი.
ობლაკი: კარს მშრალად ბევრჯერ შევინახავდი.
ბიჭი: არ მექნებოდა ეს ტატუ.
კაცი: სასწაულებს არ ვირწმუნებდი.
ლეო მესი: თუმცა, ჩემი წარმატება ყველა თქვენგანისთვის რომ არ მომეძღვნა, ვერასდროს ვიოცნებებდი, რომ ამას მივაღწევდი. მადლობა! ყველას".

ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]