”შახტარი” - ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ
მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე გვარდიოლამ ყველა გააფრთხილა, რომ ფეხბურთში ”ყველაფერი შეიძლება მოხდეს” და დაავალდებულა თარჯიმანი ეთარგმნა მისი კატალონიური გამოსვლა.
მატჩის წინ ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ”გუნდმა კონცენტრაცია სწორედ ამ მატჩზე უნდა მოახდინოს და არ უნდა იფიქროს შემდეგზე. მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთად ვთამაშობთ კონცენტრირებას უახლოეს მატჩზე ვახდენთ და წინ არ ვიყურებით”. მიუხედავად ”ნოუ კამპზე” მიღწეული უპირატესობისა გვარდიოლამ დაგვარწმუნა, რომ მისი გუნდი ”შეეცდება გაიმარჯვოს, თუნდაც გაიტანოს ერთი ან 2 გოლი”
ვინ ითამაშებს?
”ჩვენ ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობას შევხედავთ და არ დავივიწყებთ, რომ ვითამაშეთ რთული მატჩი ”ალმერიასთან” და მოგვიხდა ხანგრძლივი მგზავრობა. ითამაშებენ თუ არა რეზერვისტები? ჩვენ ვეთამაშებით ძალიან ძლიერ გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასასვლელად და მოედანზე ძლიერები უნდა გამოვიდეთ. რაც შეეხება ლეო მესის მატჩში მონაწილეობას, ხვალ (დღეს) შევხედავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას”.
ტრიპლეტი
შეკითვაზე იმის შესახებ, რომ ბევრი გულშემატკივარი უკვე ტრიპლეტზე ფიქრობს გვარდიოლამ განაცხადა: ”მე არ ვფიქრობ, რომ გულშემატკივრები ტრიპლეტზე ფიქრობენ. წინ ბევრი მატჩის გამართვა გვიწევს. ყველაზე მთავარი ახლა არის ის, რომ მესამე წელია ზედიზედ გვიწევს ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება. საკუთარი ფეხბურთელების გამო სიამაყის გრძნობა მეუფლება”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]