პედრი სოსიედადის წინააღმდეგ ითამაშებს | MD

პედრი სოსიედადის წინააღმდეგ ითამაშებს | MD

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, პედრი "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელს გადატვირთული სეზონი ჰქონდა და მთელი 73 მატჩი ჩაატარა, რონალდ კუმანი ლა ლიგის საწყის სამ შეხვედრაში კვლავ მას დაეყრდნობა. 

იქიდან გამომდინარე, რომ ფრენკი დე იონგი და გავი ტრავმირებულები არიან, ნიდერლანდელ სპეციალისტს ბევრი არჩევანი აღარ რჩება და ნებისმიერ შემთხვევაში 18 წლის ფეხბურთელის დატვირთვა მოუწევს.

MD იმასაც წერს, რომ კუმანი პედრის დასვენების წინააღმდეგი არაა და იმედოვნებს, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია და ლუის ენრიკე სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე გონსალესს არ გამოიძახებენ. 

"ბლაუგრანას" ლა ლიგის პირველი შეხვედრა 4 დღეში, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ ელის.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 11 აგვისტო 2021 13:14
    2
    იმედია მოედანზე არ დაეცემა და გასახდელამდე მაინც მიაღწევს ეს ბავშვი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 11 აგვისტო 2021 12:49
    0
    ციტატა: Don_Andresito
    პუჩი ბუსი და ნიკო არ წავა? მემფისიც არ გვყავს ხო?

    კი როგორ არა
    --------------------
    THUGS
    Lasho
    სტუმარი [?]
    #5 11 აგვისტო 2021 11:56
    2
    ბუსი პუჩი დემირი ნიკო რობერტო.. აარჩიოს აქედან სამიკაცი და ათამაშოს
    [?]
    #4 11 აგვისტო 2021 11:23
    0
    პუჩი ბუსი და ნიკო არ წავა? მემფისიც არ გვყავს ხო?
    Culé [?]
    #3 11 აგვისტო 2021 11:23
    5
    ამას ბოლოს დაკლავენ და მსხვერპლად შეწირავენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 აგვისტო 2021 11:14
    1
    აუუუ არა რა,დაანებეთ თავი,ამოსუნთქვის საშუალება მიეცით.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Giorga
    სტუმარი [?]
    #1 11 აგვისტო 2021 10:40
    0
    Tipi daaberes mara ar mgonia kumanma atamashos