"შახტარი"–"ბარსელონა". იცოდით თუ არა რომ...
საინტერესო ფაქტები ჩემპიონთა ლიგიდან...
► "შახტარმა" პირველი თამაში 1:5 დათმო "კამპ ნოუზე". მხოლოდ სამჯერ "უეფას" თასზე და არცერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე, მოხდა ის, რომ ასეთი დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, გუნდებმა მაინც მოახერხეს შემდეგ ეტაპზე ასპარეზობა.
► რეკორდი "დეპორტივოს" ეკუთნვის, რომელმაც პირველი თამაში "მილანთან" 1:4 დათმო, მაგრამ მეორე მატჩში 4:0 მოუგეს და გავდინენ შემდეგ ეტაპზე.
► "ბარსას" რეკორდი ევრო ტურნირებზე კი იყო 1993/94 წლებში, როდესაც "ოლდ ტრაფორდზე" 0:3 დამარცხდნენ და სახლში 2:0 მოიგეს.
► "შახტარს" ჯერ არ წაუგია ევრო ტურნირებზე სახლში (9 მოგება და 3 ფრე).
► ისინი წელს თავისივე ჩემპიონატში "ობოლოთან" დამარცხდნენ "დონბას არენაზე".
► ბოლოს გამართულ შეხვედრაში ამ ორ გუნდს შორის, რომელიც უკრაინაში ჩატარდა, "ბარსამ" მოიპოვა გამარჯვება, ანგარიშით 1:2 (ლეოს დუბლი).
► ესპანურ გუნდს "შახტართან" გასვლაზე ნათამაშები აქვს: 3 ფრე, 2 წაგება და 1 მოგება.
► ამ წელს დონეცკელებმა საკუთარ არენაზე 4 მატჩი მოიგეს ისე, რომ მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს: 1:0 "პარტიზანი", 2:1 "არსენალი", 2:0 "ბრაგა" და 3:0 "რომა".
► "ბარსას" გასვლაზე მხოლოდ ერთი მოგება აქვს: 0:3 "პანათინაიკოსი", ორი ფრე: 1:1 "რუბინი", 1:1 "კოპენჰაგენი" და ერთი წაგება 1:2 "არსენალთან".
► "ბარსამ" ყველა გასვლით შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა და თუ "დონბას არენაზეც" ასე მოხდა, მაშინ დონეცკელებს 6 გოლის გატანა მოუწევთ.
► შეხვედრას გამოტოვებენ რატსი და ინიესტა დიკვალიფიკაციის გამო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]