ტერ შტეგენს სოსიედადის წინააღმდეგ ნეტუ შეცვლის | MD

ტერ შტეგენს სოსიედადის წინააღმდეგ ნეტუ შეცვლის | MD

"ბარსელონას" გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ლა ლიგის პირველ შეხვედრაში, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ მონაწილეობას არ მიიღებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს თანახმად, 29 წლის ფეხბურთელი გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა და პროცესი კარგად მიმდინარეობს. მან გასულ ორშაბათს, ოპერაციის შემდეგ, პირველად ივარჯიშა.

მიუხედავად ამისა, შტეგენის დაბრუნება ჯერ არ იგეგმება. გერმანელმა ვარჯიში უნდა გააგრძელოს და მინდორს სრულად გამოჯანმრთელებული დაუბრუნდეს. სავარაუდოდ, ის თამაშს სექტემბრის შუა რიცხვებში, სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს.

MD-ს ცნობით, "სოსიედადის" წინააღმდეგ "ბარსას" კარის დარაჯი ნეტუ იქნება. სავარაუდოდ, მის შემცვლელად ინიაკი პენია მოგვევლინება. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 აგვისტო 2021 14:11
    0
    მე მგონი ამ "ნიუსს" მეხუთედ დებთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 აგვისტო 2021 23:47
    3
    სწორი გადაწყვეტილებაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued