ზიდანი: "საუბარი "ბარსელონასთან" მატჩზე ადრეა"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ფლორენტინო პერესის თანაშემწემ, ზინედინ ზიდანმა, მოუწოდა "მერენგებს" ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ "ტოტენჰემთან" მატჩში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი გაიმართა მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე", სადაც "რეალმა" 4:0 გაანადგურა "სპურსი".
"მე მოვუწოდებ ფეხბურთელებს, რომ ხვალინდელ მატჩში დააფასონ მეტოქე და იფიქრონ მხოლოდ გამარჯვებაზე. საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ. ამ შეხვედრამდე, ნაადრევია "ბარსელონასთან" დაპირისპირებაზე საუბარი. "რეალი" ახლა სწორ გზას ადგას, მაგრამ ოცნებებს არ უნდა აყვნენ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ფინალზე ფიქრი, მაგრამ მანამდე, მათ ურთულესი მატჩების გადატანა მოუწევთ, რაც ძალიან დიდ შრომასთან ასოცირდება". დაასრულა ფეხბურთის ლეგენდამ, ზინედინ ზიდანმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]