გვარდიოლა: ”ჩვენ და ”რეალი” თანაბარ ზეწოლას განვიცდით”
კატალონიის ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავისი მოსაზრება გამოთქვა ”რეალთან” მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით, იტყობინება AS.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ესპანური გრანდები ერთმანეთს მინიმუმ ორჯერ შეხვდებიან. პირველად ისინი ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ხოლო შემდეგ ესპანეთის თასის ფინალში. გარდა ამისა, საფეხბურთო სამყარო დარწმუნებულია, რომ ჩვენ დამატებით კიდევ ორი ”კლასიკოს” მომსწრენი გავხდებით. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დღეს მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალის საგზურს მოიპოვებენ.
”ჩვენ გვსურს, აუცილებლად გავიმარჯვოთ შაბათს ”კლასიკოში”, ვინაიდან ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისკენ. მაგრამ არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ყველა მატჩში მეტოქის დამარცხებას, რადგან საქმე ეხება ისეთ გუნდს, როგორიც მადრიდის ”რეალია”. ესეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩვენ უკვე შევასრულეთ მთავარი დავალება და ის, რაც გველის წინ, არის ჯილდო ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება ზეწოლას, ორივე გუნდი თანაბრად განიცდის მას. ჩვენ გვმართებს ”რეალის” თამაშის შესწავლა და იმაზე ფიქრი, თუ რა დავუპირისპიროთ მეტოქეს, რომესაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.” - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]