სიმეონე: "არარეალურია იმის თქმა, რომ ჩვენ "რეალთან" და "ბარსასთან" ვიბრძოლებთ"

სიმეონე: "არარეალურია იმის თქმა, რომ ჩვენ "რეალთან" და "ბარსასთან" ვიბრძოლებთ"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მისი გუნდი არ არის იმ დონემდე ძლიერი, რომ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძოლოს. იტყობინება, ესპანური პრესა.

არგენტინელი სპეციალისტი თვლის, რომ მისი გუნდი ფეხბურთელების აყვანით არ აღემატება მადრიდის "რეალს" და კატალონიის "ბარსელონას". 

"საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისათვის, "რეალთან" და "ბარსელონასთან" ვიბრძოლებთ, არარეალურია. ჩვენი მიზანია უფრო წინ გადავდგათ ნაბიჯები და ჩემპიონობისათვის მომავალში ვიბრძოლოთ." - განაცხადა, არგენტინელმა. 

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკო" ესპანეთის სამეფო თასის ჩემპიონია, რომელმაც მაისში მადრიდის "რეალი" ფინალში (2:1) დაამარცხა. მიმდინარე თვეში კი მადრიდელები ესპანეთის სუპერთასზე ქვეყნის ჩემპიონს, "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.