კლემან ლანგლეს ბარსელონას დატოვება არ სურს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველის, კლემან ლანგლეს კატალონიური მომავალი, ჯერჯერობით, ბუნდოვანია.
იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, ფრანგი მოთამაშის შეძენა "რომას" სურს, რომელიც სწორედ მსგავსი ტიპის ფეხბურთელს ეძებს.
საპირისპირო ცნობას ავრცელებს ლონგარის თანამემამულე, ფაბრიციო რომანო - მისი მტკიცებით, "ჯალოროსი" 26 წლის უკანახაზელის ყიდვაზე არ ფიქრობს და "ბარსას" დატოვება არც თავად ლანგლეს გეგმებშია.
კლემანი, რომელსაც "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, "სოსიედადთან" გამართული შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა - ბასკებთან მატჩში ჟერარ პიკეს მეწყვილე დებიუტანტი ერიკ გარსია იყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]