ბარსა დარწმუნებულია, რომ უმტიტი და პიანიჩი გუნდს დატოვებენ - ჟერარ რომერო

ბარსა დარწმუნებულია, რომ უმტიტი და პიანიჩი გუნდს დატოვებენ - ჟერარ რომერო

"ბარსელონას", სახელფასო ხარჯების შემცირებისა და ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ფეხბურთელების გასხვისება კვლავ სურს.

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, კატალონიური გრანდი დარწმუნებულია, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამუელ უმტიტისა და მირალემ პიანიჩის გაშვებას მოახერხებს.

ბოსნიელმა, შესაძლოა, კარიერა "იუვენტუსში" ან "მილანში" გააგრძელოს, ფრანგმა კი - საფრანგეთში. 

უმტიტი და პიანიჩი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედიან. ისინი "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ გამართული მატჩის განაცხადშიც კი ვერ მოხვდნენ.

"ბლაუგრანას" ხსენებული ფეხბურთელების გასხვისება მათი მაღალი ანაზღაურების გამო სურს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 აგვისტო 2021 15:13
    0
    აქ რა ხდება. ახალი მესის ფანი გაიჩითა?
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 აგვისტო 2021 14:22
    1
    ეს საქონელი უმტიტი მოგვშორდებოდეს და მეტი არ მინდა არაფერი

    პიანიჩს რაც შეეხება დღემდე გაუგებარია ჩემთვის არტურში რატო გაცვალეს არტური ბევრად გამოადგებოდა გუნდს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 აგვისტო 2021 12:27
    0
    აი წავიკითხე ეს ნიუსი და ამას ნიუსი ჰქვია? ან წყარო, ან ინტერვიუ ვინმესი. უბრალოდ გასხვისება სურს ბარსას. ეგრე ნახევარი გუნდი გასაყრელია და დაწერეთ ნიუსი ბარსას დემბელეს გასხვისება უნდა, ბარსას კოუტინიოს გასხვისება უნდა, და ასე უაზროთ წერეთ გასხვისება უნდათ იმიტომ რომ დიდი ხელფასი აქვთ, და ცოტას რო იღებდნენ არ ენდომებოდათ გასხვისება. თანდათან ჰალას ემსგავსებით ხოლმე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 აგვისტო 2021 12:26
    0
    მაგარი არეულობაა კლუბში ცუდი ამბავი მოხდება კიდე რაღაც მგონია
    --------------------
    THUGS