იბრაჰიმოვიჩი ”რეალში”?
ხუმრობა არ გეგონოთ! იტალიაში აქტიურად განიხილება იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი მადრიდულ გრანდში.
მოგეხსენებათ, ”მილანის” ხელმძღვანელობას ძალიან უნდა, რომ პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ იხილოს საკუთარი გუნდის რიგებში. ამის შესახებ განცხადება გააკეთა კლუბის პრეზიდენტმა, სილვიო ბერლუსკონიმ. მიზნის მისაღწევად იტალიელები შვედი ფეხბურთელის გამოყენებას გეგმავენ. მათ სურთ, რომ მადრიდელებს ზლატანი რონალდუში გაუცვალონ. როგორც იტალიური გაზეთი Corriere dello Sport იუწყება, ”მილანი” მზადაა რონალდუს ყოველწლიურად 15 მილიონი ევრო გადაუხადოს ხელფასის სახით. შეგახსენებთ, რომ ამჟამად იბრაჰიმოვიჩი ”მილანისგან” ყოველწლიურად საშუალოდ 12 მილიონ ევროს იღებს (ხელფასისა და ბონუსების სახით).
Corriere dello Sport-მა თავის სტატიაში არც კატალონიის ”ბარსელონა” დაივიწყა. შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი სწორედ კატალონიელების საკუთრებაა და მათ შვედი ფეხბურთელი ერთ წლიანი იჯარით გაუშვეს მილანში. ხელშეკრულება, რომელიც ბარსელონელებსა და მილანელებს შორის გაფორმდა, სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელის გამოსყიდვას ითვალისწინებს, 24 მილიონ ევროდ. შესაბამისად, კატალონიელთა ნებართვის გარეშე იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი მადრიდის ”რეალში” ვერ განხორციელდება.
Corriere dello Sport-მა ისიც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მადრიდელები წელს ვერცერთ ტიტულს ვერ მოიპოვებენ, პორტუგალიელ სპეციალისტს, ჟოზე მოურინიოს გუნდის დატოვება მოუწევს. ასეთ შემთხვევაში სავსებით რეალურია გუნდიდან რონალდუს წასვლაც.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]