ზედიზედ მეოთხედ ნახევარ-ფინალში
”ბარსელონა” ზედიზედ მეოთხე წელია, ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში გადის.
გვარდიოლას ხელმძღვანელობით ”ბარსელონამ” სამჯერ შეძლო ნახევარ-ფინალში გასვლა. 2008/09 სეზონში ”ბარსელონამ” მიუხენის ”ბაიერნი” დაამარცა მეოთხედ-ფინალში და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მათ ”ჩელსი” ელოდათ. ერთი წლის შემდეგ, კატალონიელთა მსხვერპლი ლონდონის ”არსენალი” გახდა. მათი დამარცხებით ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში გავიდა და მოურინიო ”ინტერს” დაუპირისპირდა. წელს კატალონიელებმა ”შახტარი” გამოთიშეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებას. ახლა ისინი ”ტოტენჰემსა” და ”რეალს” შორის გამარჯვებულს ელიან.
2007/08 წლებში, როდესაც ”ბარსელონას” ფრენკ რაიკაარდი წვრთნიდა, მათ მეოთხედ-ფინალში ”შალკე 04” დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე ”მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდნენ.
”ბარსელონამ” ექვსჯერ მოახერხა ნახევარ-ფინალიდან გასვლა. 1960/61 წლებში კატალონიელებმა დაამარცხეს ”ჰამბურგი”, 1985/86 წლებში ”გოტენბურგი”, 1991/92 წლებში ”გროუპი”, 1993/94 წლებში ”პორტო”, 2005/06 წლებში ”მილანი”, ხოლო 2008/09 წლებში ”ჩელსი”.
”ბარსელონა” ასევე ექვსჯერ დამარცხდა ნახევარ-ფინალში. 1959/60 წლებში კატალონიელები გათამაშებას გამოთიშა მადრიდის ”რეალმა”, 1974/75 წლებში ”ლიდსმა”, 1999/00 წლებში ”ვალენსიამ”, 2001/02 წლებში მადრიდის ”რეალმა”, 2007/08 წლებში ”მანჩესტერ იუნაიტედმა” და 2009/10 წლებში ”ინტერმა”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]