მორიბას ტრანსფერი | ბარსა ლაიფციგის წინადადებას არ დათანხმდა
MD-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" ილაიშ მორიბას თაობაზე "ლაიფციგის" მხრიდან მიღებულ შემოთავაზებაზე უარი თქვა.
გავრცელებული ცნობით, საუბარი 8 მილიონ ევროზე იყო, კატალონიელებს კი 15 მილიონი ევროს მიღება სურდათ.
ფეხბურთელის კლუბში დარჩენა ზედმეტად დიდი მოთხოვნების გამო ფაქტობრივად გამორიცხულია. იმ პირობებში, როდესაც გუნდის ყველა ავტორიტეტულმა ფიგურამ, პიკეს, სერხიო ბუსკეტსის, ჟორდი ალბასა და სერჟი რობერტოს ჩათვლით ხელფასი საგრძნობლად შეიმცირა, ილაიში, პირიქით, მომატებაზე აპელირებს.
შესაბამისად, კლუბის ხელმძღვანელობა მორიბას გასხვისებას სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე აქტიურად შეეცდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]