გასახდელში სურთ, რომ 10 ნომერი აგუერომ ატაროს | ტონი ჟუანმარტი
"ბარსელონადან" ლიონელ მესის წასვლის შემდეგ, 10 ნომერი თავისუფალია. ბოლო პერიოდში კი მის მომავალ მფლობელთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
ამჟამად ტონი ჟუანმარტი იტყობინება, რომ გასახდელ ოთახში გუნდის წევრთა ნაწილს ურჩევნია, 10-ნომრიანი მაისური სერხიო აგუერომ ატაროს.
ჟურნალისტის ცნობით, გუნდში ლიონელ მესის დავიწყებას არ აპირებენ და ფიქრობენ, რომ, თუ წინსვლა სურთ, ჩვეულ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდნენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აგუერომ 10 ნომერზე უარი თქვა და 19-ნომრიანი მაისურის მორგებას დასჯერდა, მაგრამ ის ლა ლიგაში რეგისტრირებული ჯერ არაა და სათამაშო ნომრის შეცვლა ჯერ კიდევ შეუძლია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]