აღდგენითი ვარჯიში დონეცკში (სურათები)

აღდგენითი ვარჯიში დონეცკში (სურათები)

გუშინ, უკრაინაში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედ-ფინალური მატჩში დონეცკის ”შახტარსა” და კატალონიის ”ბარსელონას” შორის. ორი მატჩის ჯამში კატალონიელებმა იმარჯვეს, ანგარიშით 6:1.

ს/კ ”ბარსელონას” შემადგენლობა სამშობლოში დღეს დაბრუნდება. მანამდე კი მათ აღდგენითი ვარჯიში გამართეს დონეცკში,”ოლიმპისკი” სტადიონზე. ფეხბურთელებს საკმაოდ ცივ ამინდში მოუხდათ სავარჯიშო სესიის გამართვა. დღეს დონეცკში ექვსი გრადუსი იყო.

ვარჯიშის შემდეგ გუნდი სასტუმროში გაემართება და ადგილობრივი დროით (უკრაინა) 15:30 საათზე საერთაშორისო აეროპორტისკენ აიღებს გეზს. ს/კ ”ბარსელონა” კატალონიაში დღეს დაბრუნდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.