ილაიშ მორიბას წასვლა საბოლოოდ გადაწყდა - Goal
ილაიშ მორიბას წასვლა საბოლოოდ გადაწყდა - 18 წლის ტალანტი "ბარსელონას" მაისურს აღარ მოირგებს. ამ ინფორმაციას Goal ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები სრულიად ჩაიშალა. ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბარსელონას" შეთავაზებას კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე არ დასთანხმდა.
იმავე წყაროს ინფორმაციით, "ბარსამ" გერმანიაში გამგზავრებამდე მორიბას საბოლოო, თავდაპირველთან შედარებით უკეთესი შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ ილაიშმა მაინც უარი განაცხადა.
იგივე წყარო იტყობინება, რომ მორიბა კატალონიურ კლუბს ამ ზაფხულში 20 მილიონ ევროდ დატოვებს, ან ფეხბურთელი მთელ სეზონს ტრიბუნებზე გაატარებს და "ბარსელონადან" 2022 წელს წავა.
გავრცელებული ინფორმაციით, მორიბას "ტოტენჰემსა" და "ლაიფციგს" უკავშირებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]