გვინეის ფეხბურთის ფედერაციის წერილი ჟოან ლაპორტას
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გვინეის ფეხბურთის ფედერაციამ "ბარსელონას" პრეზიდენტის სახელზე სამადლობელი წერილი გააგზავნა.
განცხადებაში, რომელსაც ხელს ფედერაციის გენერალური მდივანი აწერს, გვინეელები ადასტურებენ, რომ "ბარსას" ფეხბურთელი ილაიშ მორიბა მათ ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს. ისინი კლუბს მადლობას უხდიან იმისთვის, რომ ახალგაზრდა მოთამაშე ასეთ კაცად აქციეს.
როგორც ცნობილია, მორიბამ, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია, ესპანეთის ნაკრებში თამაშს მშობლიური გვინეის ნაკრების მაისურით თამაში არჩია, რაც მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. ესპანეთისა და გვინეის გარდა მას უფლება ჰქონდა, ლიბერიის ნაკრების წევრიც გამხდარიყო, რადგან მისი დედა ამ ქვეყნიდანაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]