შესაძლოა, ტიაგო ალკანტარა ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახონ
როგორც ესპანური გამოცემა "მარკა" იტყობინება, შესაძლოა, რომ კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ახალგაზრული ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახონ.
ალკანტარა როგორც ესპანეთის, ასევე ბრაზილიის მოქალაქეობით სარგებლობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერ არცერთხელ არ გამოუძახებიათ ესპანეთის ნაკრებში. როგორც წყარო იუწყება, თავად ალკანტარას ესპანეთის ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა სურს.
"ტიაგო არის ფეხბურთელი, რომელის მიმართ შესაძლოა, ინტერესი გამოვიჩინოთ. მე ბევრი მსმენია მის შესახებ და ცხადია, რომ მან სერიოზულად დააინტერესა მანო მენეზესა. ყველა ბრაზილიელ ფეხბურთელს უნდა მიეცეს ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება." – განაცხადა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეს–ატაშემ, როდრიგო პაივამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]