ბარსელონასა და ტოტენჰემს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ილაიშ მორიბას ტრანსფერის თაობაზე "ბარსელონასა" და ლონდონის "ტოტენჰემს" შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ფერან მარტინესი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კლუბები პირობებზე თანხმდებიან და კონტრაქტის გაფორმებას, დიდი ალბათობით, ხელს ვერაფერი შეუშლის. როგორც აქამდეც ცნობილი იყო, "ტოტენჰემი" "ბარსას" მიერ მოთხოვნილი 20 მილიონი ევროს გადახდაზე უარს არ იტყვის.
ლონდონელთა გააქტიურება იმან განაპირობა, რომ მიმდინარე სეზონში "ბარსელონაში" დარჩენის შემთხვევაში მორიბა პირდაპირ "ლაიფციგში" გადავიდოდა, რომელთაც გვინეელი ნახევარმცველი უკვე შეუთანხმდა, "ტოტენჰემს" კი 18 წლის ფეხბურთელის დაკარგვა არ სურდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]