ხეტაფეს მეკარე: მესის წასვლის შემდეგ ბარსელონას დამარცხება შესაძლებელია
ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლამ კატალონიური გუნდის მოწინააღმდეგეების თავდაჯერება გაზარდა. "ხეტაფეს" მეკარემ, დავიდ სორიამ, რომელიც "ბარსას" ხვალ, ლა ლიგის მე-3 ტურში დაუპირისპირდება, Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში ჩაწერა.
ესპანელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ლიდერის გარეშე დარჩენილ "ბლაუგრანასთან" გამკლავება ბევრად უფრო ადვილი იქნება, ვიდრე აქამდე იყო.
მესის გარეშე "ბარსელონას" დამარცხებისთვის კარგი დროა. როცა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე შენს წინააღმდეგ არ თამაშობს, ბევრი რამ იცვლება.
რა თქმა უნდა, ეს "ბარსასთვის" დიდი დანაკლისია. მესი არის ფეხბურთელი, რომელიც მატჩის ბედს წყვეტს მაშინ, როცა თამაში რთულდება.
როცა მის წინააღმდეგ თამაშობ, იცი, რომ მუდმივად ყურადღებით უნდა იყო, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლება, ის შენს წინ აღმოჩნდეს. ეჭვგარეშეა, რომ მესი არის ფორვარდი, რომელსაც ჩემთვის ყველაზე მეტი პრობლემა აქვს შექმნილი.
როცა მის წინააღმდეგ თამაშობ, იცი, რომ მუდმივად ყურადღებით უნდა იყო, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლება, ის შენს წინ აღმოჩნდეს. ეჭვგარეშეა, რომ მესი არის ფორვარდი, რომელსაც ჩემთვის ყველაზე მეტი პრობლემა აქვს შექმნილი.
ბარსელონას" ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებსაც გატანის უნარი აქვთ, მაგალითად მემფისი. ეს მოთამაშეები ხიფათს რთულ სიტუაციებშიც ქმნიან.
- ამბობს სორია.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა"-"ხეტაფეს" შეხვედრა 29 აგვისტოს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]