ემერსონის ტოტენჰემში ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება - ფაბრიციო რომანო

ემერსონის ტოტენჰემში ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება - ფაბრიციო რომანო

"ბარსელონას" ახალგაზრდა მარჯვენა მცველი, ემერსონი "ტოტენჰემში" გადადის - ამ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ადასტურებს.

ჟურნალისტის ცნობით, კლუბებსა და ფეხბურთელს შორის ყველაფერი შეთანხმებულია. დოკუმენტები უკანასკნელი საათების განმავლობაში მომზადდა. "დეზები" "ბარსას", ბონუსების გათვალისწინებით, ჯამში 30 მილიონ ევროს გადაუხდიან, საიდანაც 5 მილიონს "ბეტისი" მიიღებს.

რომანოს ინფორმაციით, 22 წლის უკანახაზელი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ტრანსფერი გაოფიციალურდება. ლონდონელები ემერსონს კონტრაქტს 2026 წლამდე გაუფორმებენ. ფეხბურთელის ანაზღაურების ოდენობას ფაბრიციო არ ასახელებს.

"ბარსელონამ" ემერსონი მიმდინარე ზაფხულში "ბეტისიდან" 9 მილიონ ევროდ გამოისყიდა, 3 მატჩის ჩატარების შემდეგ კი მას უკვე ასხვისებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 სექტემბერი 2021 01:00
    0
    ციტატა: kendricklamar
    ძალიან კარგი.. ორჯერ შევხედე და ორჯერვე ის ვიფიქრე ჩვეულებრივი ახალი ალექს ვიდალია თქო

    რაა? ვიდალიო? მაცინებ
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 31 აგვისტო 2021 15:52
    1
    ციტატა: Fc Barca Batumi
    ძაანაც კარგიი! ამას ვიძახი მინგესა 10 თავით ბევრად ჯობია ამ ემერსონს, იგივე ლენგლე ორს

    დესტთან კი ახლოსაც ვერ მოვა. ძალიან დაბნეული იგროკია.
    Culé [?]
    #3 31 აგვისტო 2021 11:56
    0
    ძაანაც კარგიი! ამას ვიძახი მინგესა 10 თავით ბევრად ჯობია ამ ემერსონს, იგივე ლენგლე ორს
    kendricklamar
    სტუმარი [?]
    #2 31 აგვისტო 2021 10:50
    1
    ძალიან კარგი.. ორჯერ შევხედე და ორჯერვე ის ვიფიქრე ჩვეულებრივი ახალი ალექს ვიდალია თქო
    ფანი [?]
    #1 31 აგვისტო 2021 10:33
    4
    ძაან კააი,არაფერი ეტყობა ამას ბარსელონას დონის🙂უმტიტი ლენგლე პიანიჩი მაინც ვერ გავასაღეეეთ💆🏻‍♂️