სემედუს ტრანსფერის დეტალები ცნობილია, ფეხბურთელი ინგლისში მიემგზავრება | ფაბრიციო რომანო
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო, ნელსონ სემედუს "ვულვერჰემპტონში" ტრანსფერს ადასტურებს.
მისი ცნობით, "ბარსელონასა" და ინგლისურ კლუბს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და "ბარსა" პორტუგალიელი მარჯვენა მცველის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს. ფეხბურთელი "ვულვზთან" კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს.
სემედუ გაერთიანებულ სამეფოში რამდენიმე საათში გაემგზავრება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. სავარაუდოდ, ამის შემდეგ ტრანსფერი ოფიციალურად მალევე დადასტურდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]