ბარსელონა ოლმოს შეძენას იანვარში შეეცდება
გუშინ "ბარსელონას" "ლაიფციგის" ნახევარმცველს, დანი ოლმოს უკავშირებდნენ და ისიც იწერებოდა, რომ ესპანელის ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერან მარტინესის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 23 წლის შუახაზელის შეძენას იანვარში მაინც შეეცდება, თუმცა, თუ ზამთარში შეთანხმება ვერ შედგა, მოლაპარაკებები ზაფხულშიც გაგრძელდება. ოლმო ერთ-ერთი პირველია იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებითაც "ბარსას" შემადგენლობის გაძლიერება სურს.
წყაროს თანახმად, კლუბი და ფეხბურთელები 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმებულები არიან. ოლმოს სურვილი ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმის მორგებაა.
MD დასძენს, რომ "ბლაუგრანამ" "ლაიფციგს" 58 მილიონი ევრო (პლუს ბონუსები) შესთავაზა, თუმცა გერმანული გუნდი 75 მილიონს ითხოვდა. ამასთან, "რედ ბულ არენას" ბინადრებს შემცვლელის მოძებნის გარეშე, ოლმოს გაშვება არ სურდათ.
დანი "ბარსელონას" აკადემიაში 2007-2014 წლებში თამაშობდა. მას "ლაიფციგთან" არსებული კონტრაქტი 2024 წელს უმთავრდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]