ჟოან ლაპორტა გუნდში რიკი პუჩის ადგილს ხედავს
მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე სეზონია, რონალდ კუმანი რიკი პუჩს არ ენდობა, ეს უკანასკნელი გუნდის დატოვებას არ აპირებს და წარმატების მიღწევა მხოლოდ "ბარსელონაში" სურს.
SER-ის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტას 22 წლის ნახევარმცველი ძალიან მოსწონს - პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რიკი განსხვავებული ფეხბურთელია და გუნდში მის ადგილს ხედავს.
ზემოაღნიშნული წყაროს თანახმად, კატალონიურმა კლუბმა რონალდ კუმანს მოსთხოვა, პუჩს მეტი შანსი მისცეს და სათამაშო დრო გაუზარდოს - როგორც ცნობილია, ეს საკითხი ნიდერლანდელი სპეციალისტის კონტრაქტის გახანგრძლივების ერთ-ერთი პირობაა.
რიკი პუჩს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]