წერილი, რომელიც ლეო მესიმ ბარსას 1 წლის წინ გაუგზავნა
1 წლის წინ იმ დროს "ბარსელონას" შემტევმა, ლიონელ მესიმ კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე კლუბთან ბიუროფაქსით წერილი გააგზავნა.
24 აგვისტოს, "ბაიერნთან" განცდილი მწარე მარცხის შემდგე, ლეომ და მისმა გუნდმა ბართომეუს ნათლად აუხსნეს, რომ გააქტიურებდნენ პუნქტს, რითაც არგენტინელი თავისუფალი აგენტი გახდებოდა.
Mundo Depotivo ზემოხსენებულ წერილს ახლა გვთავაზობს:
ძვირფასო ბართომეუ.
კონტრაქტის 3,1 პუნქტის მიხედვით, გამოვხატავ სურვილს, რომ, ჩემი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის ხელშეკრულება 30 აგვისტოს შეჩერდეს.
მესმის, რომ ეს განშორება 2019/20 წლების სეზონის ფორსმაჟორულ სიტუაციასთან დაკავშირებით უნდა განვიხილოთ.
კორონავირუსის პანდემიის გამო 2019/20 წლების სეზონი გუშინ (23 აგვისტოს) დასრულდა. ბრმად არ უნდა გვჯეროდეს იმ ფაქტის, რომ სეზონის დასასრულად 15 აგვისტო მიჩნევა, როდესაც 14 აგვისტოს ღამე ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილები, სახლში დავბრუნდით.
ამ შემთხვევაში, სეზონის დასრულებამდე 10 დღით ადრე, ჩვენი კონტრაქტის 3,1 პუნქტის თანხლებით, ვააქტიურებ ჩემს უფლებას, რომ 30 აგვისტოდან კონტრაქტი შევწყვიტო.
პატივისცემით, ლიონელ ანდრეს მესი"
მიუხედავად ამისა, "ბარსელონამ" ლეოს საშუალება არ მისცა, რომ კლუბი სურვილისამებრ დაეტოვებინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]