ბარსას დონარუმას შეძენა სურდა | ფაბრიციო რომანო
სანდო იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბარსელონა" "მილანის" აწ უკვე ყოფილი მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმასადმი დიდ ინტერესს იჩენდა.
ცნობილია, რომ იტალიელის აგენტი, მინო რაიოლა ბარსელონაში მოლაპარაკებების მიზნით იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში პირველ მეკარედ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მიიჩნევა, ტრავმების გამო, "ბლაუგრანას" მისი ჩამნაცვლებლის ყიდვა მაინც სურდა.
მიუხედავად ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერები" დონარუმას მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ გაწვდნენ და ფეხბურთელი საბოლოოდ, "პარი სენ-ჟერმენს" შეუერთდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]