რონალდო: "ჩვენ ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ"

რონალდო: "ჩვენ ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ გუნდი ვალდებულია დაამარცხოს "ბარსელონა" ლა ლიგის 32–ე ტურში. შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.

 

"ჩვენ "ბარსელონას" ნამდვილი ომი უნდა გამოვუცხადოთ "ბერნაბეუზე". ჩვენ ვალდებულები ვართ გამარჯვება მოვიპოვოთ, რადგანაც ვასპარეზობთ საკუთარი ხალხის წინაშე. ჩვენ ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე ვიყავით სეზონის პირველ ნახევარში, როდესაც "ბარსელონამ" 5:0 დაგვამარცხა "კამპ ნოუზე". ჩვენ 100%–ით მზად ვართ "ბლაუგრანასთან" სათამაშოდ. ნამდვილი ბრძოლა გველის წინ, ასე რომ ღირსეული გაიმარჯვებს". დაასრულა პორტუგალიელმა ფორვარდმა "ას"–თან ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.