რონალდ კუმანი გრანადასთან მატჩის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნლმა, რონალდ კუმანმა, "გრანადასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
2020 წლის მარტის შემდეგ დღევანდელი პრესკონფერენცია პირველია, რომელსაც ჟურნალისტები ჩვეულ, არადისტანციურ რეჟიმში ესწრებიან.
მიხარია, რომ აქ ხართ. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ამ ოთახში. ასეთ რეჟიმში საუბარი ბევრად უკეთესია.
ვფიქრობ, "გრანადა" ძალიან არ შეცვლილა. მათ მკაფიო სისტემა აქვთ, რომელიც ფიზიკურ სიძლიერეზეა ორიენტირებული და შესაბამისად, მეტი აგრესიით თამაში დაგვჭირდება. კარგია, რომ გულშემატკივრები "კამპ ნოუზე" ჩვენს გვერდით იქნებიან, მთელი წელი მათ გარეშე გავატარეთ.
"ბაიერნთან" წავაგეთ და ალბათ ახლა მკითხავთ, მეშინია თუ არა ჩემი მომავლის. ასე არ არის.
მშვიდად ვარ, სიტუაციას რეალისტურად ვუყურებ. 3 მატჩში 7 ქულა ავიღეთ, "ბაიერნს" კი, რომელთანაც "ბარსა" მესის, სუარესისა და გრიზმანის შემადგენლობაში ყოფნის დროს 2-8 დამარცხდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებით ვითამაშეთ.
ანსუ? ის ერთ კვირაში, ან 10 დღეში დაბრუნდება. დაახლოებით ასეა.
ყველას აქვს უფლება, საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს. კუმანს ზოგი მხარს უჭერს, ზოგი კი - არა. ეს ნორმალურია. ყველას თავისი მიზეზი აქვს.
აგუერო ფიზიოთერაპევტთან ვარჯიშობს, ის ჩვენთან არაა. რთულია, ზუსტად ვთქვათ, როდის ითამაშებს ის. რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება.
კოუტინიოს თამაში შეუძლია. ის წინა შეხვედრაში კარგად ჩაერთო და ახლა მოედანზე მეტი დრო სჭირდება. შეიძლება, ის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდეს, თუმცა 90 წუთისთვის ჯერ მზად მაინც არ არის.
გუნდში ყველა ცდილობს, რომ პროგრესი გვქონდეს, მაგრამ ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება. ეს პროცესი დიდ დროს მოითხოვს და ორ დღეში ვერ დასრულდება.
"ბარსას" მაინც შეუძლია, ყველა თამაშში გამარჯვებისთვის იბრძოლოს. ამისთვის აუცილებელია, მინდორზე მეტი ვიმოძრაოთ, შეტევაში ეფექტურები ვიყოთ და თავი კარგად დავიცვათ.
"ბარსას" მაინც შეუძლია, ყველა თამაშში გამარჯვებისთვის იბრძოლოს. ამისთვის აუცილებელია, მინდორზე მეტი ვიმოძრაოთ, შეტევაში ეფექტურები ვიყოთ და თავი კარგად დავიცვათ.
ახალგაზრდა ფეხბურთელების სასტარტო შემადგენლობაში დაყენების არ მეშინია, მაგრამ 6 მათგანის ერთდროულად გამოყვანა კარგი აზრი არ არის.
მოგება ბევრი ფორმაციით შეიძლება, მაგრამ ეს ფეხბურთელებსა და მეტოქეზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, "ბაიერნთან" უფრო გახსნილი წყობით რომ გვეთამაშა, მეტ გოლს გავუშვებდით.
ჩვენ გვყავს ბალდე, რომელმაც წინა თამაშში დიდი ენერგია შემოიტანა. მარცხენა მცველის პოზიციის დაკავება დესტსა და მინგესას შეუძლიათ, მაგრამ მე მირჩევნია, აქ იმ ფეხბურთელმა ითამაშოს, რომელსაც ძლიერი მარცხენა ფეხი აქვს. ის თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს.
პუჩმა ბევრი კომპონენტი უნდა გააუმჯობესოს იმისთვის, რომ სათამაშო დრო მიიღოს. ისევე როგორც ყველა ახალგაზრდა მოთამაშემ, მანაც ბევრი უნდა იშრომოს.
პუჩმა ბევრი კომპონენტი უნდა გააუმჯობესოს იმისთვის, რომ სათამაშო დრო მიიღოს. ისევე როგორც ყველა ახალგაზრდა მოთამაშემ, მანაც ბევრი უნდა იშრომოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]