რონალდ კუმანი "ვალენსიასთან" მატჩის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, "ვალენსიასთან" ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩამდე ერთი დღით ადრე ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.
ყველა თამაშში ბურთის ფლობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ბევრ მომენტს ვქმნით, ახლა კი დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ.
"გრანადასთან" კარგი შანსი გვქონდა, სატურნირო ცხრილის სათავეში მოვქცეულიყავით, რაც ვერ გამოვიყენეთ და ამის გამო ძალიან ვწუხვართ. გამოჩნდა, რომ ლა ლიგაში ადვილი მატჩი არ არსებობს. შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და აუცილებლად ვიბრძოლებთ.

ჩემს წითელ ბარათს გავასაჩივრებთ, რადგან ვფიქრობ, რომ სანქცია გადაჭარბებულია. თუ იტყვი, "ეს რა ხასიათია", ამისთვის 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას გაძლევენ. ალბათ, ნამდვილად შეურაცხყოფა რომ მიაყენო, სასჯელი 20 მატჩი იქნება.
ხვალ სტადიონზე ვიქნები, მაგრამ გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ვერ დავეხმარები.
ხვალ სტადიონზე ვიქნები, მაგრამ გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ვერ დავეხმარები.
როგორც მწვრთნელს, პასუხისმგებლობა ყოველთვის გეკისრება - შემადგენლობის შერჩევის, ცვლილებების გაკეთების გამო. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ. ძალიან ცუდია, რომ შანსი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ თუ ყველა დარჩენილ მატჩს მოვიგებთ, ჩემპიონები გავხდებით.
ქულებს ყველა ლიდერი კარგავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩემპიონატი ძლიერი გუნდებითაა დაკომპლექტებული.
ქულებს ყველა ლიდერი კარგავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩემპიონატი ძლიერი გუნდებითაა დაკომპლექტებული.
უმტიტიმ ტექნიკური გადაწყვეტილების გამო ითამაშა. ის კარგად ვარჯიშობს და შეუძლია, შემადგენლობაში მოხვდეს.
"გრანადასთან" რომ არ წაგვეგო, როტაციებზე არავინ მკითხავდა. ყველამ ვიცით, რომ ეს ასეა.
"გრანადასთან" რომ არ წაგვეგო, როტაციებზე არავინ მკითხავდა. ყველამ ვიცით, რომ ეს ასეა.
როგორ გავცემ ინსტრუქციებს ხვალინდელი თამაშის დროს? არ ვიცი, უნდა გავარკვიო, რისი უფლება მექნება. კარლეს ნავალთან ვისაუბრებ და ფეხბურთელებთან კავშირი იმ ფორმით მექნება, რაც ყველაზე ოპტიმალურია, თუ კონტაქტი საერთოდ დასაშვებია.
როცა გუნდის სისტემა იცვლება, პირველ რიგში სიახლეს კაპიტნებთან განვიხილავ. გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მე ვიღებ. "გრანადასთან" თამაშის შემდეგ მხოლოდ იმაზე ვისაუბრეთ, როგორი დამწუხრებულები ვიყავით, სულ ეს იყო. ამაზე საუბარი აღარ გაგრძელებულა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]