ლაპორტას მესის შესანარჩუნებლად ზაფხულში ფატის გაყიდვა შესთავაზეს
"ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ზაფხულში ანსუ ფატის გაყიდვა შესთავაზეს, რათა კლუბს ლიონელ მესის დარეგისტრირება შეძლებოდა.
Diario ARA-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ფინანსური განყოფილება ცდილობდა ლაპორტა დაერწმუნებინა, რომ ფატი გაეშვა, რათა ლეოს დარჩენა შესაძლებელი ყოფილიყო. ასევე, არგენტინელი ფეხბურთელის გარემოცვამ პრეზიდენტს რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშის გაყიდვა შესთავაზა, რათა "ბარსას" ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო.
თუმცა, როგორც წყარო დასძენს, ლაპორტას ფატის შენარჩუნება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი და მესის წასვლის შემდეგ 10 ნომრიანი მაისურიც სწორედ ანსუს ერგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]