კადისი-ბარსელონა: განაცხადი ცნობილია
ლა ლიგის მე-6 ტურისთვის "ბარსელონას" განაცხადი ცნობილია.
რონალდ კუმანმა განაცხადში 20 ფეხბურთელი შეიყვანა. ტრავმის გამო, მოედანზე ვერ ვიხილავთ ანსუ ფატის, უსმან დემბელეს, მარტინ ბრეითუეიტს, სერხიო აგუეროს, ჟორდი ალბას, ალეხანდრო ბალდესა და პედრი გონსალესს.
"ბარსა B-დან" პირველ გუნდთან ერთად ნიკო გონსალესი და გავი გაემგზავრებიან.
სრული სია ასე გამოიყურება:
მეკარე: ტერ შტეგენი, ნეტუ, პენია
დაცვა: დესტი, მინგესა, არაუხო, პიკე, გარსია, ლანგლე, უმტიტი
ნახევარდაცვა: ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, რობერტო, გავი, ნიკო, პუჩი
თავდასხმა: მემფისი, დემირი, კოუტინიო, ლ. დე იონგი
მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]