როდის შედგება სერხიო აგუეროს დებიუტი | El Chiringuito
El Chiringuito-ს ჟურნალისტი, ჟოზე ალვარესი, სერხიო აგუეროს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.
არგენტინელი ცენტრფორვარდი, რომელიც "ბარსელონას" სეზონის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა ტრავმის გამო მოედანზე ჯერ არ გასულა, გუნდის მაისურით თამაშს 17 ოქტომბერს მოახერხებს, როცა "ბარსა" "კამპ ნოუზე" "ვალენსიას" უმასპინძლებს.
ტრანსფერის განხორციელებამდე მიიჩნეოდა, რომ აგუერო თამაშებში ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვებოდა, თუმცა რონალდ კუმანის გუნდის ახლანდელი ფორმიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი შანსია, 33 წლის ფეხბურთელმა გამოჯანმრთელების შემდეგ ადგილი სასტარტო თერთმეტეულში დაიმკვიდროს.
"ვალენსიასთან" მატჩამდე "ბარსა" ლა ლიგაში "ლევანტესა" და "ატლეტიკოს", ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკას" უნდა შეხვდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]