ბენფიკასთან მატჩის განაცხადი ცნობილია - პედრი დაბრუნდა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "ბენფიკასთან" გასამართი მატჩისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა.
კარგი სიახლე ისაა, რომ განაცხადში დაბრუნდა პედრი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა. გამოჯანმრთელდა სერჟი რობერტოც. "ლევანტესთან" დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებული თამაშის შემდეგ განაცხადს დაუბრუნდა ფრენკი დე იონგიც.
"ბლაუგრანას" ისევ არ ეყოლება უსმან დემბელე, მარტინ ბრეითუეიტი, ჟორდი ალბა და სერხიო აგუერო.
გუნდის განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, არაუხო, ბუსკეტსი, პუჩი, დეპაი, ფატი, დემირი, ნეტუ, კოუტინიო, ლანგლე, პედრი, ლ. დე იონგი, რობერტო, ფ. დე იონგი, მინგესა, უმტიტი, გარსია, პენია, ნიკო, გავი.
"ბენფიკასა" და "ბარსელონას" დაპირისპირება ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]