რონალდ კუმანი სანაკრებო პაუზამდე დარჩება, ფავორიტი კანდიდატები ჩავი და რობერტო მარტინესი არიან
დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ "ბენფიკასთან" მარცხმა რონალდ კუმანის მომავალს ნათელი მოჰფინა - კატალონიური კლუბი ნიდერლანდელს აუცილებლად გაათავისუფლებს, გასარკვევი რჩება, ეს როდის მოხდება.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ინფორმაციით, 58 წლის სპეციალისტი "ბარსელონაში" სანაკრებო პაუზის დაწყებამდე დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გუნდს კიდევ ერთხელ, "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის მოამზადებს. ამ მატჩს კუმანი, დისკვალიფიკაციის გამო, თვალს ტრიბუნებიდან მიადევნებს.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" გადაწყვეტილება მტკიცედ აქვს მიღებული და ნიდერლანდელის შემცვლელის მოძებნაზე აქტიურად მუშაობს - ფავორიტები ჩავი ერნანდესი და რობერტო მარტინესი არიან.
მორეტო დასძენს, რომ "ბარსას" კუმანის გათავისუფლება 12 მილიონი ევრო დაუჯდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]