ბარსელონა გავის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
“ბარსელონა” გუნდის 17 წლის ტალანტთან, გავისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.
ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ან კვირებში გავის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. არის მოლოდინი, რომ მხარეებს შორის გასაუბრება წარმატებით ჩაივლის.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს, ყოველ სეზონში ხელფასის გაზრდის პირობით, 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
გავრცელებული ცნობებით, “ბლაუგრანა” გავის გარდა ხელშეკრულებების გახანგრძლივებას ანსუ ფატისთან, პედრისთან, რონალდ არაუხოსთან და უსმან დემბელესთან აპირებს.
ცნობისთვის, გავის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში იწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]