ჟოან ლაპორტა კიდევ ერთ ასამბლეას აანონსებს

ჟოან ლაპორტა კიდევ ერთ ასამბლეას აანონსებს

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დღევანდელ გენერალურ ასამბლეაზე გამოაცხადა, რომ იგი მორიგ ასამბლეას მოიწვევს.

RAC1-ის ინფორმაციით, მომდევნო ასამბლეა გაიმართება იმის გადასაწყვეტად, დაიწყებს თუ არა კლუბი სამართლებრივ ქმედებებს ყოფილი პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუსა და მისი საბჭოს წინააღმდეგ. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ყველა აუცილებელი მონაცემი შეგროვდება.

ლაპორტამ ამჟამად მიმდინარე ასამბლეაზე წინამორბედი საბჭოს ფინანსური ანგარიშები წარადგინა. პრეზიდენტის თქმით, ეს "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ცუდი ანგარიშებია.

გენერალურ ასამბლეას განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ თვალი ამ გვერდზე მიადევნოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 ოქტომბერი 2021 14:26
    0
    ანუ თუ სწორად მივხვდი, ეს ასამბლეა "სამართლიანობის აღდგენის" შესრულებაზე იქნება ორიენტირებული.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ოქტომბერი 2021 22:42
    2
    ბართო ჩაალპეთ ციხეში!!!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.