რონალდ კუმანის პრესკონფერენცია რაიოსთან მატჩის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა "რაიო ვალიეკანოსთან" სტუმრად გასამართი ხვალინდელი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ხვალ "რაიოს" ვხვდებით, მეტოქეს, რომელმაც ესპანეთის თასის გასულ სეზონში საქმე გაგვირთულა. ისე თამაში უნდა გავაგრძელოთ, როგორც ამას ბოლო მატჩებში ვაკეთებდით, რომლებშიც თითქმის ყველაფერი კარგად გავაკეთეთ.
"კამპ ნოუს" დატოვებისას მომხდარი შემთხვევა? ეს სოციალური პრობლემაა... ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც განათლების პრობელმა აქვთ. მათ არ იციან, რა ღირებულებები არსებობს. სტადიონზე საწინააღმდეგო ატმოსფერო იყო და ამ ადმიანებზე ყურადღება არ უნდა გაამახვილოთ.
ტრავმებზე ყველა ვწუხვართ. პრესაში გაჟღერდა, რომ ამ საკითხზე გაღიზიანებული ვარ... ყოველდღე ვსაუბრობთ და გაბრაზება საჭირო არაა. პედრის, დემბელეს ან არაუხოს დაბრუნების თარიღი განსაზღვრული არაა.
გვინდა, რომ დემბელე დარჩეს. ის მნშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენი მიზანი უსმანთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა. თუ ასე არ მოხდა, ამაზე რაც შეიძლება კარგი რეაგირება უნდა მოვახდინოთ. არ გვაქვს დასახული სტრატეგია, რას გავაკეთებთ ასეთ შემთხვევაში.
რაღაცებს ვაუმჯობესებთ. შედეგს არ უნდა შევხედოთ, მაგრამ "რეალთან" წაგების იმედგაცურება მესმის. მინდა, ვისიამოვნო ატმოსფეროთი, რომელიც სტადიონზე იყო, მაგრამ ვეთანხმები იმ ფაქტს, რომ ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებულო.
რთული პერიოდი? ეს დამოკიდებულია იმაზე, მოიგებ თუ არა. დიდ გუნდებში უფრო მეტი ზეწოლაა. კარლო ანჩელოტის ბევრ კლუბში უმუშავია და მან ეს შესანიშნავად იცის. დიახ, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და მან გამამხნევა.
მეორე დღეს თამაში მომეწონა. რა თქმა უნდა, შედეგი - არა, მაგრამ ატმოსფერო ამდენი ხნის შემდეგ... თამაში დეტალებმა გადაწყვიტა, რადგან წაგებას არ ვიმსახურებდით და არც გაგვიმართლა.
დემირი და პუჩი? დემირი ახალგაზრდაა. მას სეზონის დასაწყისში სათამაშო დრო ჰქონდა. "ბარსას" დონეზე ყოფნა იოლი არაა. ის თავის შანსებს ელოდება. პუჩი ძალიან კონკურენტულია. ჩვენ ვირჩევთ იმას, რაც გუნდისთვის საუკეთესოა.
აგუერო? ის ფიზიკურად ბევრად გაუმჯობესდა. ვფიქრობ, ის ჯერ 90 წუთი სათამაშოდ მზად არაა, მაგრამ მას შეუძლია, სასტარტოში დაიწყოს ან მეორე ტაიმის დიდ ნაწილში ითამაშოს.
ფატის დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ არა მუხლზე. ის განაცხადშია, თუმცა ეჭვები ჯერ კიდევ არსებობს. ხვალ გადავწყვეტთ, შეძლებს თუ არა ჩვენთან ერთად გამგზავრებას.
დეპაიმ ბოლო მატჩების შედეგის გადაწყვეტა ვერ შეძლო, მაგრამ ის თვითკრიტიკულია. ვცდილობთ, რაღაცები გავაუმჯობესოთ. მან შესანიშნავად იცის, რომ უნდა მოუმატოს.
თუ ფეხბურთელს პრობლემები აქვს, მოთამაშესა და ექიმებს ვესაუბრები. მწვრთნელი ფეხბურთელს ვერასდროს ათამაშებს, თუ ექიმი ამბობს, რომ ის კარგად არაა. ექიმმა ჩემზე მეტი იცის. თუ დიდი მატჩი ან ფინალია, შეგიძლია, გარსიკო, მაგრამ პასუხისმგებელი ექიმია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]